მიხეილ ჯანელიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
16:57 16.05.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის თემას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამომავლო პერსპექტივები წარმოადგენდა. მინისტრმა თანათავმჯდომარეებთან ჟენევის ფორმატის ეფექტიანობის გაზრდის გზები განიხილა.
მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ძალის არგამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა თანათავმჯდომარეების წამყვან როლს ამ მიმართულებით.
მიხეილ ჯანელიძემ ასევე აღნიშნა ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესებზე საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული პოზიციისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე სამივე თანათავმჯდომარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით.
თავის მხრივ, მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისათვის.

ბეჭდვა