სუს-ის უფროსი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
სუს-ის უფროსი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:19 16.05.2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიედ ჯავად ყავამშაჰიდისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საუბარი შეეხო მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს. მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ბეჭდვა