პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას გორის რაიონის სოფელ
მერეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტი კუდ-ის პროვოცირებული იყო.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, კუდ-ის 30-მდე თანამშრომელი შეძახილებით, რომ „ქართული ოცნება“ რუსული ძალაა, შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა.
„რასაც ნუგზარ წიკლაური ამბობს, იმას იმეორებდნენ კუდ-ის თანამშრომლები“ - განუცხადეს „ნიუსპრესს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობამ პროვოკატორებს წინააღმდეგობა გაუწია, რასაც შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. არიან დაშავებულებიც, თუმცა, მათი რაოდენობის დაკონკრეტება პრესსამსახურში უჭირთ.
ამ დროისთვის, ინციდენტი ამოწურულია. ალასანია და ივანიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს სოფელ შინდისში განაგრძობენ.
