ირლანდია საქართველოსთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავს
ირლანდია საქართველოსთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავს
00:04 12.05.2017
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს დენის ო’დონოვანს შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და სამომავლო პერსპექტივები, საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო მოლოდინები. ასევე, საქართველოს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სენატის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-აშშ-ის უაღრესად მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში მიმდინარე ვიზიტის თაობაზე.

სენატის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა როგორც საქართველო-ირლანდიის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, ასევე ქვეყნის წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე. მან აქვე დაადასტურა ირლანდიის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროიტეგრაციის მიმართ და აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის დასასრულს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სენატის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტით მოიწვია, რასთან დაკავშირებითაც მან წინასწარი თანხმობა განაცხადა.

ბეჭდვა