საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს უმოკლეს ვადაში განიხილოს და მიიღოს ინიციატივა მედიასაშუალებების ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის შესახებ.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს იმ ინიციატივის განხილვის დაწყებას, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.
„ინიციატივა გულისხმობს სხვადასხვა მედიასაშუალებებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო გარანტიების შექმნას. პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს უმოკლეს ვადაში განიხილოს ეს ინიციატივა“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
ინიციატივას წინასაარჩევნო პერიოდში must carry-ს პრინციპის დანერგვის შესახებ პარლამენტის ბიურო დღეს დაარეგისტრირებს. იგი საკაბელო ოპერატორებს დაავალდებულებს ყველა მაუწყებლის რეტრანსლირება განახორციელონ.
