ძველი თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობის მიმართულება იცვლება
ძველი თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობის მიმართულება იცვლება
12:06 25.02.2012
ძველი თბილისის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით, საგზაო მოძრაობის მიმართულებები იცვლება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წინამძღვრიშვილის ქუჩის მონაკვეთზე – კონსტიტუციის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩამდე ამჟამად არსებული მოძრაობის მიმართულება საწინააღმდეგოდ შეიცვლება. ტრანსპორტი იმოძრავებს ცალმხრივად კონსტიტუციის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით.
ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე კი ამჟამად არსებული ორმხრივი მოძრაობის ნაცვლად დაწესდება ცალმხრივი მოძრაობა ხეთაგუროვის ქუჩიდან კონსტიტუციის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული ცალმხრივი მოძრაობა ორმხრივი მოძრაობით შეიცვლება.
ბაქოს ქუჩაზე ტრანსპორტი წინამძღვრიშვილის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს, ხოლო კარგარეთელის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა დავით აღმაშენებლის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმართულებით დაწესდება.
მერიის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის შეცვლასთან დაკავშირებით ყველა ქუჩაზე ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება.


ბეჭდვა