ზურაბ პატარაძემ სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა
ზურაბ პატარაძემ სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა
13:03 09.05.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სილეზიის სავოევოდოს ვიცე მარშალი სტანისლავ დობროვა ხელმძღვანელობს. შეხვედრას მარშალის ოფისის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს პოლონეთში ქვემო სილეზიის და სილეზიის სავოევოდოებთან. თანამშრომლობა მიმდინარეობს ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. სხვადასხვა მიმართულებით თანამშრმლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე აჭარის რეგიონისა და სილეზიის სავოევოდოს ხელმძღვანელმა პირებმა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა აჭარა-სილეზიის თანამშრომლობის კომისიის სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა უწყებაში. დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ.
სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია ბათუმს 10 მაისს დატოვებს.
დღეს, დელეგაციის წევრები ქობულეთში „აგრო ბაზრის“ გახსნას დაესწრებიან და რეგიონის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

ბეჭდვა