აშში-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორ ჯონ მაკკეინთან (John McCain) ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებასა და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაციას.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გაკეთებული ჩანაწერის მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
სენატორ მაკკეინის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი გვერდით უდგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური უსაფრთხოების დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ მიერ შეტანილ წვლილსაც.
სენატორის თქმით, საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის.
