გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა
11:44 09.05.2017
შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორ რონ ჯონსონს, კომიტეტის თანათავმჯდომარე სენატორ კრის მერფის და სენატორ ჯინ შაჰინს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ამერიკელ კონგრესმენთა მიმართვის წერილს, სადაც მკაფიოდ არის ხაზგასმული საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობა და მიღწეული წარმატება. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტს, სადაც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ბეჭდვა