გიორგი კვირიკაშვილი: დონალდ ტრამპისგან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ
გიორგი კვირიკაშვილი: დონალდ ტრამპისგან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ
11:35 09.05.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ დონალდ ტრამპისგან მკაფიო გზავნილები მიიღო.
ამისდ შესახებ კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულებსი შემდეგ ჟურნალისტებთასნ კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. გარკვეულწილად, ჩვენ შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობები და ვისაუბრეთ მომავალ 25 წელზე. მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-სგან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების შესახებ. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით: თავდაცვის, უსაფრთხოების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრით.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს შეხვედრები არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. აშშ-ი, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბეჭდვა