მიხეილ ჯანელიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
მიხეილ ჯანელიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
11:12 09.05.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართება.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე „რუსეთი და აღმოსავლეთ ევროპა“.

ვაშინგტონში მიმდინარე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, წამყავნი ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ბეჭდვა