დონალდ ტრამპი გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ეხმაურება
დონალდ ტრამპი გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ეხმაურება
23:33 08.05.2017
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თეთრ სახლში ვიზიტს „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება.
„პატივი მქონდა, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად, თეთრ სახლში მიმეღო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი", - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.
საქართველოს პრემიერი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით, აშშ-ში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

ბეჭდვა