საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ქვეყანაში
მიმდინარე რეფორმების შედეგებსა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში შეიქმნა ჯანდაცვის ახლი სისტემა, რომელიც თითეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ქვეყანა საყოველთაო დაზღვევაზე უნდა გადავიდეს, ამასთან, ქართული სკოლები მალე მთელ რეგიონში საუკეთესო იქნება.
„ვქმნით მთლიანად ახალ ინფრასტრუქტურას, მალე დამთავრდება დასავლეთ-აღმოსავლეთის შემაერთებელი მაგისტრალის მშენებლობა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და შევუერთდებით ჩინეთ-ლონდონის რკინიგზას, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მეშვეობით“- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს ისტორიული, ეპოქალური მშენებლობაა, რადგან თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათში იქნება შესაძლებელი.
მისივე განცხადებით, შენდება ახალი აეროპორტებიც და საქართველო აეროპორტების თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული ქვეყანა იქნება. პრეზიდენტის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ცენტრს წარმოადგენს და ყველა მიმართულებით ქვეყანას კარგი კომუნიკაციები უნდა ჰქონდეს.
„ყველაფერი ეს არ კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ თავი მოვიწონოთ ან უცხოელი ტურისტები ჩამოვიყვანოთ, ეს კეთდება იმისთვის, რომ თითეულმა ქართულმა ოჯახმა იგრძნოს გაუმჯობესება. სიღარიბე შემცირდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს წარმოუდგენელი, სასოწარკვეთილი სიღარიბე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხს ვაზღვევთ და საკვების ფულსაც ვაძლევთ, უიმედობის, სასოწათკვეთის პრობლემა მოხსნილი არ არის“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვლენოლავანია, რომ მთავრობის თითეული წარმომადგენელი სწორედ ამ კატეგორიის ხალხზე მუშაობდეს და არცერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს უსამართლობის განცდა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობა უნდა იყოს პროაქტიური და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენა დაიცვას.
