დავით ნარმანია ყატარის ელჩს შეხვდა
დავით ნარმანია ყატარის ელჩს შეხვდა
14:51 02.05.2017
თბილისის მერი დავით ნარმანია ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება თბილისსა და დოჰას, როგორც ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყატარის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, რომ თბილისს მდიდარი საინვესტიციო პოტენციალი აქვს, რითიც ყატარის სახელმწიფო დაინტერესებულია. დავით ნარმანიამ კი, თავის მხრივ, მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ყატარის სახელმწიფოს ელჩმა, შეხვედრის დასასრულს, თბილისის მერს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა.

დავით ნარმანიამ ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ბეჭდვა