პოლიტიკური პარტია „ქრისტიან-დემოკრატები“ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის დაფინანსების
გაზრდას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით პარტიამ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართა.
ქდმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა მაგდა ანიკაშვილმა ხელისუფლებას ონკოლოგიური პაციენტებისთვის დაფინანსების გაზრდა და ასაკობრივი ბარიერის მოხსნა მოსთხოვა. მისი განმარტებით, სტატისტიკურად სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა 40 წელს არის გადაცილებული, სახელმწიფო კი, ფინანსურ დახმარებას მხოლოდ 18 წლამდე და 60 წელს გადაცილებულ პაციენტებს სთავაზობს.
ანიკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ასაკობრივი ბარიერი მინიმუმ 40 წლამდე უნდა დაწიოს, რადგან შრომისუნარიანობით სწორედ ამ ასაკის ადამიანები გამოირჩევიან და მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.
