ფრაქციას „ერთობა სამართლიანობისთვის” კარლო კოპალიანი უხელმძღვანელებს
ფრაქციას „ერთობა სამართლიანობისთვის” კარლო კოპალიანი უხელმძღვანელებს
17:29 25.06.2012
ოპოზიციურ საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის” 1 ივლისიდან ახალი თავმჯდომარე ეყოლება. ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძეს კარლო კოპალიანი შეცვლის.
ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
აღნიშნული ცვლილება ფრაქციის წესდების შესაბამისად განხორციელდა, რომელიც თავმჯდომარეების ყოველ 6 თვეში როტაციის პრინციპით შეცვლას ითვალისწინებს.
თავდაპირველად ფრაქციას გია ცაგარეიშვილი ხელმძღვანელობდა, მას შემდეგ, ამ პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო.
კოპალიანის თავმჯდომარეობის პერიოდში ლორთქიფანიძე მისი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

ბეჭდვა