პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის გეგმავს ახალი ცენტრისტული პარტიისა შექმნას, რომლის მიზანიც
მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მიღწევა და კოალიციური მტავრობის ცამოყალიბება იქნება.
დავით უსუფაშვილმა თავისი პოლიტიკური გეგმების შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თამით, დამთავრდა დრო, როდესაც ხელისუფლების მყისიერად სეცვლის მოთხოვნით სპონტანური გაერთიანებები ხდებოდა და დღეს ახალი მიდგომებია საჭირო პოლიტიკურ სივცრცეში.
დავით უსუფაშვილი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის, ისევე როგორც ეს გაკეთდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის დროს.
"ვგეგმავთ, შევქმნათ ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს. იგი სახელისუფლებო ბრძოლაში ჩაებმება ქვეყნის გაძღოლისთვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით და ჩრდილოვანი მთავრობებით და არა რამდენიმე ლიდერისა და რამდენიმე ლოზუნგის ამარა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის განცხადებითვე, პარტიის ფორმირება წლის ბოლომდე დასრულდება, ახალ გუნდს კი დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს.
