პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა დღეს ნუცუბიძის პლატოზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდება.
როგორც "ნიუსპრესს" "თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს, შეხვედრას ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის 55 კორპუსის მაცხოვრებლებთან გამართავენ და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნობიან.
"თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, პარტიის რეგიონული სამდივნოს წარმომადგენლები ნუცუბიძის მოსახლეობას 24 თებერვალს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი მოსახლეობის პრობლემებსა და გაუსაძლის პირობებს შეეხო.
