რუმინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი: რუმინეთი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე
რუმინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი: რუმინეთი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე
21:04 27.04.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართეს რუმინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრ ანა ბირჩალთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში რუმინეთის მხარის დახმარების შესაძლებლობებზე. ასევე, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპეტივებზე. განსაკუთრებით აღინიშნა 2017 წელს პოლიტიკური და დიპლომატიური დიალოგის კონსოლიდაციის მნიშვნელობა.
ანა ბირჩალმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის გამო, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველო-რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავზე და სიამაყით აღნიშნა, რომ რუმინეთი იყო მსოფილიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წლის 18 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ანაბირჩალმაკიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუმინეთი იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი და სანდო პარტნიორი.

ბეჭდვა