საქართველოს ელჩი ბოსნიის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს ელჩი ბოსნიის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
10:56 27.04.2017
სარაევოში, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარეს, მლადენ ივანიჩს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერობების აქტუალური საკითხები. ამასთან, შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა მოხდეს გამოცდილების ურთიერთგაზიარება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიქვეყნების ინტეგრაციის გზაზე, რამდენადაც აღნიშნული მიმართულება ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს


ბეჭდვა