საქართველოს ელჩმა ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
18:33 24.04.2017
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში, ერაყის რესპუბლიკაში და ლიბანის რესპუბლიკაში, გრიგორ ტაბატაძემ ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გენერალ მიშელაუნს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ქ. ბეირუთში ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მომავალ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში. შეხვედრისას ასევე, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზის გაფართოების აუცილებლობა.
ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საპატიო კონსული ლიბანის რესპუბლიკაში მარსელ ხუზამი.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, შესრულდა საქართველოს და ლიბანის რესპუბლიკის ჰიმნები.

ბეჭდვა