გალის რაიონში ვითარების დაძაბვაში აფხაზეთის დე–ფაქტო მთავრობის მიერ საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება რუსული აგრესიული
რიტორიკის გაგრძელებაა. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არის რუსული აგრესიული რიტორიკის ჩვეულებრივი გაგრძელება იმის შესახებ, რომ საფრთხეები საქართველოდან მომდინარეობს და ტერორისტული აქტების ორგანიზების ბუდეა“ – განაცხადა ჯალაღანიამ და აღნიშნა, რომ მარიონეტული რეჟიმი ქვევრის პრინციპით საუბრობს.
„რასაც ჩასძახებენ რუსი პატრონები, იმას ამოსძახებენხოლმე“ – განაცხადა ჯალაღანიამ.
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ განაცხადა, რომ გალის რაიონში ქართული მხრიდან შეგზავნილი ტერორისტული ჯგუფების მიერ ტერაქტების განხორციელების ფაქტები გახშირდა და ქართული მხარე რეგიონში ვითარების დაძაბვას ცდილობს.
