„ლეიბორისტული პარტია“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თემურ ჭკუასელს კარის
მომღერალს უწოდებს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა, ხალხისთვის ცხადი უნდა გახდეს კონკრეტულად რასთან გაქვს საქმე.
„საზოგადოება მოწმე გახდა კრიმინალ-ოლიგარქის მორიგი უზნეობისა, როდესაც მისი დავალებით, მისივე კარის მომღერალმა ჭკუასელმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ნათელაშვილი ოპერაციის ფულზე უარის თქმის გამო გაუნაწყენდა ამ პერსონას“ - განაცხადა გუგავამ.
მისი განმარტებით, როგორ შეიძლებოდა ნათელაშვილს ივანიშვილისთვის ოპერაციის ფული ეთხოვა, როცა თავადაც არ იცოდა, რომ ავსტრიაში სასწრაფო ოპერაციას გაუკეთებდნენ.
ამასთან, მისი თქმით, ნათელაშვილის რეანიმაციაში ყოფნის პერიოდში, ივანიშვილისთვის დახმარების თხოვნით საზოგადოების წარმომადგენლებს მიუმართავთ, რაზეც უარი მიიღეს. თუმცა, შალვა ნათელაშვილმა ეს ამბავი არ იცოდა და მხოლოდ ახალხანს გაიგო.
