მიმდინარე წლის 24 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ესტონეთის საგარეო საქმეთა
მინისტრი სვენ მიკსერი.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიძესთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ვიზიტის ფარგლებში სვენ მიკსერი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
