საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება რუსულ სამხედრო აგრესიას არ გამორიცხავს
საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება რუსულ სამხედრო აგრესიას არ გამორიცხავს
13:39 25.06.2012
რუსეთის მიერ შემოდგომაზე დაგეგმილი სამხედრო წვრთნები „კავკასია 2012“ და აგრესიული რიტორიკა, საქართვერლოსთვის გულხელდაკრეფილი ყოფნის საბაბს არ იძლევა.

ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა.

„დღეს არ გვაქვს იმის საბაბი და საფუძველი, რომ პანიკა დავთესოთ. თუმცა, საკითხების ლოგიკური ჯაჭვი არსებობს.

„პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს და სიფხიზლეს და იმ მოვლენების ადეკვატურ შეფასებას ვთხოვთ, რომლებიც სამწუხაროდ ძალზედ წააგავს 2008 წლის რუსული აგრესიის წინა პერიოდს“ - განაცხადა ჯალაღანიამ.

მისი თქმით, რუსეთისთვის ჩვეულია, ხელოვნური საბაბით თავისი აგრესიის გამართლება.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ამ ეტაპზე, საქართველო დიპლომატიური და პოლიტიკური პრევენციის გზით მოქმედებს.

ბეჭდვა