სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ტორბიორნ იაგლანდს შეხვდნენ
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ტორბიორნ იაგლანდს შეხვდნენ
12:27 21.04.2017
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე და კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურმდივანს, ტორბიორნ იაგლანდს შეხვდნენ.

დეპუტატებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, საქართველოში მიმდინარე ის რეფორმები გააცნეს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა პარლამენტისადა კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. პარლამენტარებმა გენერალურ მდივანს გააცნეს კომიტეტის პრიორიტეტები, კერძოდ ადამიანის უფლებების ინსტიტუციური გარანტიების გაუმჯობესება, თანასწორობისუფლების უზრუნველყოფა, სოციალური და ეკონომიკური უფლებები.

ტორბიორნ იაგლანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის მონიტორინგის მიმართულებით, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანროლს მიესალმა. მან ქართულ მხარეს შემდგომი რეფორმირების პროცესში მხარდაჭერა გამოუცხადა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ბოლო წლებში. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ამ მიღწევების კვალდაკვალ საქართველომდაიმსახურა ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ქვეყნებიდან გადმოვიდეს პოსტ-მონიტორინგის ქვეყანათა ჯგუფში.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის წევრები შეხვდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეკ სავიცკის, ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანისუფლებათა კომიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიუნტერ შირმერს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

შეხვედრები გაიმართა ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კოტე კორკელიას აქტიური მხარდაჭერითა და ორგანიზებით.
დეპუტატების ვიზიტი სტრასბურგში დღეს დასრულდება.

ბეჭდვა