„ქართული ოცნების“ ალტერნატიული „კარდაკარის“ პროგრამაში კოალიციის 10 000-მდე აქტივისტი მონაწილეობს. ამის შესახებ დღეს გამართულ
ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, „კარდაკარის“ მონაწილე აქტივისტები შემოსილი არიან „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურებით.
„კარდაკარის“ პროგრამა გუშინ დაიწყო და ორი კვირის განმავლობში გაგარძელდება. კოალიციის აქტივისტები საარჩევნო სიის დასაზუსტებლად ოჯახებში ამ პერიოდის მანძილზე დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე მივლენ.
