საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ ბათუმი მოსახლეობის ოდენობის თვასაზრისით უახლეს 2-3 წელში მნიშვნელოვნად
გაიზრდება და დაახლოებით, 300 000-იანი ქალაქი გახდება.
მისი თქმით, იგი ბათუმით, ფოთით და ფოთის ინდუსტრიული ზონით ძალიან ამაყობს.
„ფოთში ახალი უზარმაზარი საწარმოები შენდება. იგი იქნება საქართველოს ახალი კარიბჭე და ქვეყნის მთავარი ეკონომიკური სიძლიერის საყრდენი. სანამ აფხაზეთი ოკუპირებულია, ჩვენ სხვა ადგილები უნდა განვავითაროთ, აქედან გაჩნდა ლაზიკის იდეა. ვისაც დღეს ლაზიკის იდეა სასაცილოდ არ ყოფნის, ორი წლის წინ, სწორედ ასევე სასაცილოდ არ ყოფნიდა ანაკლიის იდეა“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ანაკლია მსოფლიო კლასის კურორტი ხდება, ლაზიკა კი - ეკონომიკური ცენტრი იქნება.
ამასთან, პრეზიდენტმა განათლების საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტემბერში ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნება, რომელსაც რამდენიმე ათასი სტუდენტი ეყოლება.
ამასთან, მისი თქმით, უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ევროკომისიასთანაც მიმდინარეობს.
„შავიზღვრესპირეთში ამ პროფილის ყველაზე დიდი სასწავლო დაწესებულება საზღვაო აკადემია იქნება, სადაც 15 ათასამდე მსმენელი ისწავლის. ეს იქნება საერთაშორისო საზღვაო განათლების ცენტრი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა დღეს ბათუმში მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა.
