სოზარ სუბარი: დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება!
სოზარ სუბარი: დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება!
14:06 19.04.2017
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ეს ლავროვის უკვე მეოთხე ვიზიტია.
„2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული წარმონაქმნები, აბსოლუტურად უკანონოდ და აბსოლუტურად არალეგიტიმურად, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. საელჩო დღეს არ გახსნილა, საელჩო გაიხსნა მაშინვე და მას შემდეგ ლავროვი უკვე მეოთხედ ჩავიდა. ყოველი ჩასვლა არის უკანონო, მაგრამ წინა ჩასვლებსა და დღევანდელ ჩასვლას შორის რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ არის. ამას ვამბობ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაგონად. დეოკუპაცია მოხდება აუცილებლად. დეოკუპაციას სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარება და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, რომელიც არის მყარი და არ იცვლება წლების განმავლობაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბეჭდვა