საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვევა
საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვევა
12:23 25.06.2012
28-29 ივნისს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა, რომელიც ბათუმში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების  კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი ერთგვარი გაგრძელებაა ნატოსთან არსებული დაილოგისა და საქართველოსა და ალიანსს შორის მჭიდრო, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისა.
ჯალაღანიას თქმით, ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება 2014 წლის შემდეგ საქართველოს მიერ ნატოს სწავლების, დახმარებისა და ხელშეწყობის მისიაში წვლილის შეტანის საკითხსაც.

ბეჭდვა