კაოლიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, გასული კვირას კომპანია „გლობალ კონტაქტ კოსტალტინგის“ ირგვლივ
განვითარებული მოვლენები, მხოლოდ მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევას ემსახურებოდა.
მისი თქმით, დაახლოებით 70 მლნ ლარით დაჯარიმდა კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, აეროპორტში დააკავეს „გლობალ კონტაქტ კოსტალტინგის“ ამერიკელი მეწილე და შემდეგ დააყადაღეს კომპანიის ანტენები.
„ეს სამი ფაქტი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მხოლოდ ერთ საქმეს ემსახურება - შენარჩუნდეს ის ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ხელისუფლებამ ნაციონალური სატელევიზიო არხებით შექმნა“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასულ კვირას საქართველოს მასშტაბით, „გლობალ ტვ“-ს დაახლოებით 300 000 დაუმონტაჟებელი ანტენა დააყადაღეს.
