„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონფერენციის დასკვნითი შეხვედრა დღეს სასტუმრო „რადისონში“ გაიმართა, სადაც საუბრის ძირითად თემას ეფექტური საარჩევნო კამპანიის წარმოება და სახელმწიფო მართვის სისტემები წარმოადგენდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ფრაქციიდან აცნობეს, „ქრისტიან-დემოკრატებს“ ბრიტანელმა „კონსერვატორებმა" საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და რჩევები მისცეს.
ქდმ-ს ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, პარტია ბრიტანელებთან საარჩევნო გამოცდილების გაზიარების მიზნით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
„შეუძლებელია, მოგვადრეს ისეთი მთავარი პრობლემები, როგორიცაა დასაქმება და სიღარიბის აღმოფხვრა, თუკი სახელმწიფო მართვის სისტემა არ იქნება ეფექტური. სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ ბრიტანეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად და ვიზიარებთ გამოცდილებას. ასევე ვაპირებთ რომ ეს მუშაობა უკვე ორი კვირის შემდეგ ლონდონში მათთან ერთად გავაგრძელოთ “- განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ საბოლოოდ ეს თანამშრომლობა იმ შედეგს მოიტანს, რომ საერთაშორისო გამცოდილების გაზიარების თვალსაზრისით, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ გააზრებული, ჩამოყალიბებული და საქართველოს პრობლემებზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამა ექნება.
