„ქართული ოცნების“ ახალქალაქის ოფისის მეპატრონის დაკავებას კოალიციაში პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ
„ქართული ოცნების“ ახალქალაქის ოფისის მეპატრონის დაკავებას კოალიციაში პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ
16:11 24.06.2012
„ქართული ოცნების“ ახალქალაქის ოფისის მეპატრონის დაკავებას კოალიციაში პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ჟვანიამ განუცხადა, ოფისის მეპატრონე გიორგი მხჩიანისთვის ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, თუმცა, მას გაქირავებული შენობის უკანონო პრივატიზების გამო ედავებიან.
„როგორც მისმა ადვოკატმა გია ჯვარიძემ გვითხრა, მას შენობის პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ედავებიან, თუმცა, გიორგი მხჩიანს ამასთან კავშირი არ აქვს, იგი შენობის რიგით მესამე მეპატრონეა. შენობის პრივატიზება კი - მისმა წინამორბედმა მფლობელებმა მოახდინეს“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ჟვანიამ.
მისივე თქმით, როდესაც გიორგი მხჩიანმა „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანება და კოალიციისთვის ოფისის მიქირავება გადაწყვიტა, მასზე ახალქალაქიის პოლიციის უფროსის მხრიდან მუქარა განხორციელდა.
„მას უშუალოდ რაიონის პოლიციის უფროსი ავლერ პეტროსიანი ემუქრებოდა, რომ როგორც კი ოფისი გაიხსნებოდა დააპატიმრებდნენ და ყველაფერი ეს ბუნებრივია, პოლიტიკური მოტივით ხდება“- აღნიშნა ჟვანიამ.
მისივე ცნობით, გიორგი მხჩიანი წუხელ დააკავს. იგი ამ დროისთვის ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, მისთვის ბრალის წაყენების ვადა კი, ხვალ საღამოს იწურება.

ბეჭდვა