ისრაელის ქალაქ აშკელონში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს საპატიო საკონსულო, რომელსაც
ისრაელის სამხრეთ რეგიონში საქართველოს საპატიო კონსული, მენი ბენიში უხელმძღვანელებს .
საქართველოს საპატიო საკონსულო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ და ქ. აშკელონის ვიცე მერმა მიშელ ბუსკილასმა გახსნეს. ქართველ დიპლომატებთან ერთად, ცერემონიალს ესწრებოდნენ აშკელონის მუნიციპალიტეტის და აშკელონში მცხოვრებ ქართველ ებრაელეთა თემის წარმომადგენლები.
აღნიშნული ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედიით.
