დონალდ ტრამპი დავით ბაქრაძეს შეხვდა
დონალდ ტრამპი დავით ბაქრაძეს შეხვდა
16:06 06.04.2017
თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა. დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება.
დონალდ ტრამპმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ბეჭდვა