საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო
და სრულუფლებიან ელჩს იან კელის შეხვდა .
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს და შეაჯამეს მიმდინარე წლის 20-23 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში გამართული სამუშაო ვიზიტის შედეგები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს 4 აპრილს, ვაშინგტონში გამართული საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო სუამი-აშშ-ის ფორმატში სამომავლო თანამშრომლობის საკითხს.
