ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა
ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა
15:18 03.04.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების, TCG Kalkan-ის და TCG Yıldırım-ის ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის გენ. კონსული ქ. ბათუმში იასინ თემიზქანი ესწრებოდნენ.
რეგიონის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ეკიპაჟის წევრებს ბათუმში ვიზიტისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის უკვეარსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდება. ზურაბ პატარაძემ ისაუბრამჭიდრო თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ქალაქ ბათუმის მერიასა და თურქეთის ქალაქების მერიებს შორისარსებულ ურთიერთობებს.

,,მადლობა მინდა გადავუხადო ეკიპაჟის წევრებს ჩვენს ქალაქში ვიზიტისთვის. დადებითი ფაქტია, რომ აქტიურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის სამხედრო კუთხითთანამშრომლობა. სტრუქტურებს შორის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და აქტიურად უჭერს მხარსსაქართველოს ევროინტეგრაციას “-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის ნავსადგურს მარმარილოსა და შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2017"-ის ფარგლებში, სარაკეტო კატარღა TCG Kalkan (P-331) დაფრეგატი TCG Yıldırım (F-243) ეწვია. 4 აპრილს მსურველებს ექნებათ გემების დათვალიერების შესაძლებლობა. 5 აპრილს კი საქართველოს სანაპირო დაცვისერთეულებთან დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ თურქული გემების წვრთნები 5 ქვეყანაში ჩატარდება.

ბეჭდვა