საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბანგლადეშის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბანგლადეშის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
09:55 03.04.2017
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა ბანგლადეშის პრეზიდენტს აბდულ ჰამიდს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ელჩსა და პრეზიდენტს შორის საუბარი გაიმართა, რომელზეც ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო და ბანგლადეში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.

ბეჭდვა