საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 59.5% მიიჩნევს, რომ შემოდგომაზე კავკასიაში
დაგეგმილი რუსული სამხედრო წვრთნები საქართველოსთვის საფრთხეს არ შეიცავს.
კითხვაზე - „მიგაჩნიათ თუ არა, რომ 2012 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი რუსული არმიის წვრთნები საქართველოსთვის საფრთხეს შეიცავს“, გამოკითხულთა 59.5 პროცენტმა უარყოფითად უპასუხა, 29.7 პროცენტს კი, მიაჩნია, რომ რუსული სამხედრო წვრთნები საქართველოსთვის საფრთხის შემცველია.
ამასთან, კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხულთა 10.8 პროცენტს გაუჭირდა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ შემდეგი გამოკითხვის კითხვა იქნება - „როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად „სახალხო კრების“ წევრების წარდგენასთან დაკავშირებით?“
