საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ
ჯანელიძე იმერეთის რეგიონს ეწვევა, სადაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადა ევროკავშირის/შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.
მიხეილ ჯანელიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიის წარმომადგენლებთან გამართავს საინფორმაციო შეხვედრას, რის შემდეგაც ვანში გაემგზავრება, სადაც ვანის კულტურის სახლში ადგილობრივ იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელობას, ვანის მოსახლეობას, სასულიერო პირებს, იმერეთის რეგიონის სოფლის რწმუნებულებს შეხვდება.
იმერეთის რეგიონში სტუმრობისას საგარეო საქმეთა მინსიტრი სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) -ის ფარგლებში დაფინანსებულ თაფლისგადამამუშავებელ საწარმოს მოინახულებს. აღსანიშნავია, რომ ENPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისხელშეწყობას. პროგრამის ბიუჯეტი 102 მილიონი ევროს შეადგენს.
