საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა
21:55 30.03.2017
მიხეილ ჯანელიძე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებს - ბორის ცილევიჩსა და შერსტინლუნდგრენს შეხვდა .

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების საკითხებზე, აღინიშნა როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, ისესაპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ქართულმა მხარემ თანამომხსენებლებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხითარსებულ რთულ ვითარებაზე და ყურადღება გამახვილდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვასა და აფხაზეთისა და ცხინვალისოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მხარეეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთისსაოკუპაციო ძალის მიერ ინტენსიურ მილიტარიზაციასთან, სამხედრო წვრთნებთან და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციისშეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადეკვატური შეფასების მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლოხელისუფლების წარმომადგენლებთან, ევროპის საბჭოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებთან, ასევე სახალხო დამცველთან და სამოქალაქოსაზოგადოების წარმომადგენლებთან.

ბეჭდვა