ვენეციის კომისიის დელეგაციამ პარლამენტში შეხვედრები გამართა
ვენეციის კომისიის დელეგაციამ პარლამენტში შეხვედრები გამართა
20:57 30.03.2017
საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ვენეციის კომისიის დელეგაცია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.
ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალიდებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართული შეხვედრისას ვენეციის კომისიის მდივანი, ტომას მარკერტი და ვენეციის კომისიის წევრებისახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრების მოსაზრებებით და კომენტარებით დაინტერესდნენ.
ინტერაქტიული ფორმატის შეხვედრისას კომისიის წევრებმა კონსტიტუციის მეორე თავის მუხლებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები გამოთქვეს დაკონსტიტუციის ახალი რედაქციის მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტზე ვენეციის კომისიის შეფასება მმართველი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც პარლამენტისთავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არაერთხელ აღუნიშნავთ. ჩვენ აუცილებლად გავეცნობით და გავითვალისწინებთ იმ ძირითად საკითხებს,რომელზედაც ვენეციის კომისია რეკომენდაციებს გასცემს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას - ვენეციის კომისიის წევრები ქორწინების საკითხით, თანასწორობისთემით, სასამართლო ხელისუფლების რეფორმით და ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხებით დაინტერესდნენ“, - განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციოკომისიის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

ბეჭდვა