პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეების" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის ჯუმბერ მიქელაძის განცხადებით, "მწვანე კონცხის პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას არ აინტერესებს.
„ახალი მემარჯვენეების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ მწვანე კონცხზე ჟურნალისტები მიიწვიეს და ყოფილი მეოთხე სამმართველოს სანატორიუმის დანგრეული შენობა დაათვალიერებინეს რომელიც დღეს ნაგავსაყრელად გამოიყენება.
"დღეს პრაქტიკულად, ორი ბათუმია. ერთი ცენტრალური ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება თავს დასტრიალებს და უვლის, მეორე - მწვანე კონცხის მსგავსი უბნები, რომელიც არავის აინტერესებს. მას არც მოსასვლელი გზა აქვს, არც წყალი, არც დასუფთავება" - განაცხადა მიქელაძემ.
"ახალი მემარჯვენეების" ხელვაჩაურის რაიონის თავმჯდომარის თემურ ქიძინიძის განცხადებით კი რაიონის სოფლების ნაწილს ქალაქს უერთებენ, თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად არაფერი კეთდება.
