"მწვანეთა პარტია" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
"მწვანეთა პარტია" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
16:55 24.02.2012
საქართველოს "მწვანეთა პარტია" 2012 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.  ამის შესახებ განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა გიორგი გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას პარტიასთან თანამშრომლობის თაობაზე, "მწვანეთა პარტიაში" მას მიესალმებიან და დეტალებზე კონსულტაციების დასაწყებად მზადყოფნას აცხადებენ.
პარტიის კომიტეტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება "მწვანეთა პარტიას" არჩევნებში მონაწილეობას ამჯერად მაინც არ აუკრძალავს.
"მწვნეთა პარტია" უახლოეს პერიოდში პარტიის საარჩევნო პროგრამას და მოქმედების სტრატეგიას გამოაქვეყნებს.

ბეჭდვა