ქდმ-ს ლიდერები სამეგრელოში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ
ქდმ-ს ლიდერები სამეგრელოში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ
15:38 23.06.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი დღეს სენაკში დევნილთა ჩასახლების ადგილს ესტუმრნენ და დევნილების პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
გიორგი თარგამაძის განცხადებით ადგილობრივებისათვის ყველაზე სერიოზულ პრობლემას წყალგაყვანილობის სისტემის არარსებობა, გაზიფიცირების პრობლემა და ანტისანიტარია წარმოადგენს.
„ამ ხალხს აქვთ ელემენტარული პრობლემები რომელიც უკავშირდება წყალმომარაგებას, არ არის გარემონტებული სადარბაზოები, რამდენიმე კორპუსი ფაქტობრივად ფეკალურ მასებზე დგას, რაც უმძიმეს სანიტარულ მდგომარეობაში ამყოფებს აქ მცხოვრებ ოჯახებს, გაზიფიცირებაზე კი საერთოდ საუბარიც აღარ არის“ განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
„ქდმ“-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერები დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ.

ბეჭდვა