პოლიტიკური პარტია „ეროვნულ-დემოკრატიულების“ პარტიის ახალგაზრდული ფრთა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უმაღლესი განათლება ყველა მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
ამ მოთხოვნით, დღეს მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს აქცია სახელწოდებით - „ცოდნა ძალაა“ გამართეს.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ განათლების კუთხით ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს უნდა დაუთმონ.
„სახელმწიფომ არცერთი განათლებული ახალგაზრდა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს" - აცხადებენ ედპ-ის ახალგაზრდულ ფრთაში.
