დავით ბაქრაძე ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის გენერალურ დირექტორს შეხვდა
დავით ბაქრაძე ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის გენერალურ დირექტორს შეხვდა
15:05 23.06.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის „ცერნის“ გენერალურ დირექტორს როფ -ბიტერ ჰოიერს შეხვდა.

შეხვედრისას მათ საქართველოსა და ცენტრს შორის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მეცნიერება საქართველოსთვის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით აუცილებელია საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა.

„ცერნი“ არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ცენტრი და ამ ცენტრთან ურთიერთობის გაღრმავება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული ფიზიკისა და ზოგადად ქართული მეცნიერების განვითარებისთვის“-აღნიშნა ბაქრაძემ.



ბეჭდვა