გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
10:28 27.03.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, კიევში, სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

სხდომის ფარგლებში დაგეგმილია დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია. სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურები, სხდომის შემდეგ, პრესკონფერენციას გამართავენ.

სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესფორუმში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება.

ქართული მხრიდან ფორუმზე 20-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ტრასპორტის, მსუბუქი მრეწველობის, სამშენებლო, სადისტრიბუციო და ფარმაცევტიკის სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების პირველი პანელის ფარგლებში მონაწილეები სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის პერსპექტივებს განიხილავენ, მეორე პანელზე კი საუბარი სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ იქნება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი უმასპინძლებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს, ვლადიმირ გროისმანს და პაველ ფილიპს შეხვდება.

ბეჭდვა