მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის კონფერენციაში მონაწილეობს
მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის კონფერენციაში მონაწილეობს
14:44 25.03.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 24-25 მარტს ბელგიის სამეფოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ბრიუსელის ფორუმში. კერძოდ მინისტრი სიტყვით გამოვა მე-6 პლენარულ სესიაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის თემატიკას დაეთმობა. ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევების შესახებ.

სესიის დასრულების შემდეგ დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა აშშ-ის სენატორთან, ჯონ მაკკეინთან. ბრიუსელის ყოველწლიურ კონფერენციას აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები ესწრებიან.


ბეჭდვა