30 ივნისს იუნკერების საფლავზე დაწყებულ სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობას „სახალხო კრებაც“ შეუერთდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „სახლახო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ განუცხადა.
„აჭარაში დღეს დიდი უზნეობის წარღვნაა. მიმდინარეობს აჭარლების გადაგვარების პროცესი. ადგილობრივი მოსახლეობა ეკონომიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ამის გამო აჭარა უკვე ლამის ხელიდან გამოგვეცალოს“-განაცხადა ჯაველიძემ და დასძინა, რომ „სახალხო კრება“ ყველა მოძრაობას მიესალმება, რომელიც ზნეობრივი და ეროვნული პრინციპების დაცვისკენ იქნება მიმართული.
